პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობიდან გამომდინარე და თსუ-ის
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერის რეკომენდაციით, თსუ-ის იურიდიული
ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 7 ოქტომბრის №8 ოქმის საფუძველზე, შევიდა
ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის
ჩატარების წესის შესახებ“ რეგლამენტსა და მის დანართებში:
1. ცვლილება შეეხო რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს – ახალი რედაქციით,
დაზუსტდა კონფერენციის შედეგების გამოქვეყნების წესი. კერძოდ, ცვლილებების
შედეგად, გამარჯვებულთა სია განთავსდება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის
ვებგვერდზე, რაც აღარ ითვალისწინებს თითოეული მონაწილისთვის კონფრენციაში
გამარჯვების შესახებ ინდივიდუალურად შეტყობინების ვალდებულებას;
2. რეგლამენტს დაემატა მე-11 მუხლი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და
დაცვის თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაცემთა სუბიექტების,
დასამუშავებელი მონაცემების კატეგორიების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის,
დამუშავების წესისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ;
3. რეგლამენტის №1 და №2 დანართებს დაემატა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
თაობაზე ინფორმირების წერილი, რომელთა შევსება სავალდებულოა კონფერენციის
მონაწილეთათვის;
4. რეგლამენტს დაემატა №6 დანართი, რომელიც შეიცავს ჟიურის წევრთა პერსონალური
მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმირების წერილსა და კონფიდენციალურობის
შეტყობინებას. მისი შევსება სავალდებულოა ჟიურის წევრებისთვის და კონფერენციის
მონაწილეს არ ევალება მისი შევსება.
იხ. განახლებული სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესის შესახებ
რეგლამენტი
გთხოვთ, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისათვის განსაზღვრული დოკუმენტები
წარმოადგინოთ განახლებული რეგლამენტის შესაბამისად.